საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „განახლებულირეგიონები”-ს პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, ლანჩხუთში რეაბილიტაცია უტარდება ცენტრალურ მოედანს, ცენტრალურ პარკს და საავტომობილო მაგისტრალიდან ლანჩხუთში შესასვლელი კვანძის მიმდებარე ტერიტორიას.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება 12 შენობას და პარკს, რომლის საერთო ღირებულება 5.1 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
პრემიერ-მინისტრთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოები ლანჩხუთში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება და მივიღოთ ნარჩენებისგან წარმოებული პროდუქცია, რომელიც თავისთავად ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს…
2024 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1 მლრდ 680 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 17%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ…
საბა ხელაშვილი, ადვოკატი ეკონომიკური დანაშაულების შესავალი ეკონომიკური დანაშაული 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. ეს ფენომენი მოიცავს უკანონო და დახვეწილ ქმედებათა…